ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
გუშინ იური მეჩითოვთან ვიყავი.
RFERL რედაქციამ დამავალა სერგო ფარაჯანოვზე დიდი გადაცემა მოამზადეო.
იურა მისი ბიოგრაფია.
მე ფოტის გადაღება არ მიყვარს, რადგან საშინლად არაფოტოგენური ვარ.
თან იურას ვეუბნები, ასე `გაბურძგნული` რა ფოტო გამოვა მეთქი და……ეგ უკეთესი, უფრო სახასიათო იქნებაო.
ჰოდა გადამიღო.
მე ასეთი ფოტო არ მქონია არასდროს.
ანუ….იმიტომ კი არა, რომ უცბად ფოტოგენური გავხდი, არამედ ასეთი დონის ფოტო – ნამდვილი ფოტოხელოვანის გადაღებული.
იური მეჩითოვი ფოტოგრაფი არ არის – ფოტოხელოვანია.
30 წელია ვიცნობ
იურა არის საქართველოს პატრიოტი, კეთილშობილი და კარგი ადამიანი (წერტილი). შემეძლო ძახილის ნიშანიც დამეწერა
მისი ფოტოალბომები საქართველოს მატიანეა.
9 აპრილის სიმბოლოდ რომ იქცა ფოტო – გოგონა საქართველოს დროშით მანქანიდან – ხომ ყველას გაქვთ ნანახი?
ჰოდა იურას გადაღებულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სერგო ფარაჯანოვზე ვილაპარაკეთ.
ინტერვიუც ჩავიწერე.
9 იანვარს 99 წლის გახდა.
ანუ გაისად 100 წელი შეუსრულდება……
ჰოდა მე მგონი უპრიანია მოწიწებით და არამონური ქედის მოდრეკით ვთხოვოთ ღისპატივცემულ ქალბატონ მინისტრს:
`კი, ძალიან კარგი იყო ის მცხეთური ღვეზელი…….მე, როგორც კაი ჭამა-სმის მოყვარული კაცი, ხშირად ვიყავი იმ სალობიეში სტუდენტობისას…..ამდენად, ცუდს ვერაფერს ვხედავ ამ `კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად` გამოცხადებაში, კი ბატონო, იყოს, მაგრამ…..მაშინ სერგო ფარაჯანოვის 100 წლისთავს იმედია მსოფლიო თუ არა ევროპული მასშტაბის კულტურულ მოვლენად ვაქცევთ.
მთელი ევროპიდან ჩამოვლენ სტუმრები, დარწმუნებული ვარ.
მით უმეტეს, მაგრად უტვინოდ (!_ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შორის უსამართლობას) მოვექეცით ქართველები ამ დიდ ხელოვანს!
`ეგ ხომ გეი იყოო`.
კი, იყო ნამდვილად.
არც მალავდა.
და რა ვქნათ ახლა?
ამბობს ვინმე, სვეტიცხოველში უნდა დაგვესაფლავებინაო?!
ვახტანგ ჭაბუკიანიც გეი იყო, მაგრამ ყველა ბალეტმცოდნე გეტყვით, რომ ბალერუნის (მამაკაცი მოცეკვავის) ფუნქცია და როლი მსოფლიო ბალეტში მისი შექმნილია.
ჭაბუკიანამდე ბალერ(უ)ნის ფუნქცია ძირითადად ბალერინას ხელში ატაცებით და მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა.
ჰოდა რაკი გეი იყო, დავმალოთ, რომ საქართველოს უკავშირდება და აქ ცეკვავდა?
`სომეხი გეი ხარ…..` სომეხი გეი ხარ….`სომეხი გეი ხარ……..` – შეუჩნდნენ `მოძრაობის` გარიჟრაჟზე `გუწრფელი იდიოტები`.
ჰოდა ბოლოს ადგა და წავიდა ეს გენიალური ხელოვანი სომხეთში.
არადა, მე იურამ მითხრა (თითქოს დაუჯერებელია ხომ?) , რომ სერგო ფარაჯანოვი სომხეთში ნამყოფი არ იყო საერთოდ!!!
წარმოგიდგენიათ? ერევანში ფეხიც არ ჰქონდა საერთოდ დადგმული 1990 წლამდე, სანამ არ გააქციეს აქედან.
იმიტომ, რომ თბილისი იყო მისი სულისკვეთება. ამით სუნთქავდა – ამ იტალიური ეზოთი და რიკულებიანი აივნით.
მე მგონი ეკუთვნის ერთი კაი `100 წლისთავი` ამ ადამიანს.
თუნდაც იმის დამადასტურებლად, რომ ვართ ცივილიზებული ქვეყანა, რომელსაც გენიოსის დაფასება შეუძლია.
დათო
კომენტარები