პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“საქართველო. 1988 წელი. ეროვნული მოძრაობის მიტინგი რუსთაველზე.
– ნუ გეშინიათ, მეგობრებო, – მიმართავს შეკრებილებს ერთ-ერთი გამომსვლელი, – თუ საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ გაგვიჭირდება, ამერიკიდან და კანადიდან შემოვიტანთ პურს.
– ვაი შენს პატრონს! – მიაძახა უეცრად ვიღაცამ შეკრებილთაგან.
– როგორ გეკადრებათ, ბატონო? ჩვენს ლიდერს ასე რა უფლებით მიმართავთ? – აღშფოთდა მის გარშემო მდგომი ხალხი.
– რა უფლებით და ეგ თქვენი ლიდერი ჩემი შვილია და კანადიდან კი არა მაღაზიიდან სახლში არ ამოუტანია არასოდეს პური.
(როგორც ამბობენ, ნამდვილი ამბავია)”
კომენტარები