კაიროს ჩრდილოეთით სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და 11 ადამიანი იმსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ტუხში მოხდა, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ კაიროდან, დაახლოებით, 40 კილომეტრში მდებარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 98 ადამიანი დაშავდა, ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
კომენტარები