დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“ამბავი იყო ასეთი-მე და დათო აქუბარდია მის გადაცემაში მივედით იმ დასკვნამდე, რომ არც მე, არც მან და არც არავინ, არ იცის თუ რა გვარია ეს თუ ის მინისტრი-ქართუდან მოყვანილი უჩინარი კადრები. ერთი თეა წულუკიანი იცის ყველამ, მაგრამ ვაი ამ ცოდნას.
რომ ჩამოვთვალეთ ცალკეული სამინისტროები და გავიჭედეთ გვარ-სახელების დასახელებაში, გახარებულმა აქუმ იყვირა – თავდაცვის მინისტრის გვარი ვიციო, ჭუმბურიძეაო, მეგრულად ჭუმბური წაბლს ჰქვია და იმით დავიმახსოვრეო.
მადლობა, აწი მეც მეცოდინება მეთქი.
ჰო და უსახელო მინისტრებზე რომ ჩამოვარდა საუბარი, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში, სიამაყით განვაცხადე, თავდაცვის მინისტრის გვარი ვიცო, წაბლაძე მეთქი. რა წაბლაძე, არც ეს გცოდნიაო, მისაყვედურა წამყვანმა.
არ უნდა დაუჯერო არავის გვარ-სახელების დამახსოვრების მეთოდში, თორემ მჭედლიძეა შეიძლება სულაც არუთუნიანი ან სმიტი დაუძახო, ან მთლად კუზნეცოვი.
კიდევ კარგი, მჭედლიძე არა გვყავს მინისტრად.
ეჰ, აქუ, აქუ!!”
კომენტარები