ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. როგორც ხოფერია “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნავს, გადაწყვეტილება მისთვისაც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და მას დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
ხოფერია ამბობს, რომ შეთავაზება ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო. “რამდენიმე დღე მივიღე ამ შემოთავაზებაზე და შემდეგ უკვე დავთანხმდი. ეს სამინისტრო აერთიანებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას განათლებისა და კულტურის, მეცნიერების, სპორტის მიმართულებას. ამავდროულად ისტორიულ მემკვირდეობას აფხაზეთში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევი იქნება. დღეს არის ჩემი პირველი სამუშაო დღე”, – ამბობს ეკა ხოფერია.
ხოფერიას თქმით, ჯერ რეფორმებზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალს “სითიში” კი მის ნაცვლად, რედაქტორი თანადამფუძნებელი და ეკა ხოფერიას და, თეა ხოფერია იქნება.
კომენტარები