ჯამბულ გამცემლიძე აქვეყნებს სანდრო გირგვლიანის ფოტოს და წერს:
“ეხ ჩემო სანდრო, დრო იყო შენ საფლავთან დასადგომი ადგილი არ იყო, ერთმანეთს ასწრებდნენ ………
გავიდა დრო, შენი სურათების ფრიალით სკამებზე წამოსკუპებულები ვეღარც კი იხსენებენ შენი გარდაცვალების დღეს, დღეს მე ვიყავი შენ საფლავზე და ჩემ წინ ეტყობა შენი გამწარებული მამა იყო მისული, კარგა ხანს ვიყავი და წამოვედი, საფლავის დამლაგებელმა ქალბატონმა მითხრა ჯერჯერობით აქ სხვა არავინ მოსულაო, ისე კი სუსხიანი ცივი ქარი ქროდა მაგრამ, ერთი სანთლის ანთებას ნეტავი რა ხარჯი უნდა რასაც ვერ ახერხებენ…
უფლის გლახაკები,,სააქაოა პატარა, საიქიო დიდია და იქ ყველას მოგვეკითხება…”
შეგახსენებთ, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ იპოვეს გარდაცვლილი, მრავლობითი დაზიანებებებით.
კომენტარები