ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის მეუღლემ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირი ეთერიდან მეუღლეს მიმართა.
„ზაზა, თუ მიყურებ გამძლეობას გისურვებ, უნდა გავუძლოთ… როგორმე ამ ყველაფერს გადავიტანთ. შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ზაზამ მითხრა, 23 აპრილის შეხვედრაც ისევე უშედეგოდ ჩაივლის, როგორც მანამდე არსებულმა შეხვედრებმა ჩაიარაო. ის უიმედოდ არის. მასთან იქაურ თანამშრომლებს ინფორმაცია მიაქვთ, ასე უთხრეს, მთავრობას რომ თავისუფლად ემოქმედა, შენ 9 საათსაც არ გაგაჩერებდნენ და გადაგიყვანდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეო.
ასევე ეკითხებიან, რატომ არ თმობს ქართული მხარე იმას, რომ იმ პატიმარზე გაგცვალონ, რომელსაც ითხოვენო“,- ამბობს ირმა ბუთხუზი.
კომენტარები