დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
,,ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერ-მილისტო ღარიბაშვილო, მილისტო წულუკიანო, თმაგაჩეჩილო კობახიძევ და დანარჩენო მეოცნებეებო, საქართველოს დამაქცევრებო და მშვიდობიანი მოსახლეობის მჟუჟავებო, 5 ივლისის სისხლის და სხვა ბევრი ეროვნული უბედურების ჩამდენებო,
ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა;
ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება;
ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით;
ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა;
ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდანები. იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ. ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო. დაიცავით ქართველი ხალხი ირანიზაცია-კრემლიზაციისგან ან წაეთრიეთ სახლებში.
ტონი არ გაგიკვირდეთ, უარესი გეკუთვნით!
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
13.07/2021”
კომენტარები