„ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია:
,,გაჟღერდა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება… საკუთარი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცემა, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის იმასაც, რომ ის კანონები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვქონდეს, არ იქნებოდა მიღებული.
ეკლესიამ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს, შესაბამისად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ ეს საკითხი, დღის წესრიგში დგას, მიმაჩნია, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება და თავის ადგილს დაიკავებს, ამ უფლებით ეკლესიას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია ისარგებლოს”.
კომენტარები