დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა:
„ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება გვემსჯელა იმ ნახევარ მილიარდზე, რომელიც რა გზით და რა კრიტერიუმებით შეიძლება გადანაწილდეს აუცილებელი ხარჯებისთვის. მინდა საზოგადოებამ იცოდეს ზოგიერთი საკითხი, რაც შესაძლოა არ იქნას იმ კუთხით დანახული, როგორც ვისურვებდი – მთავარი საკითხი არის ეკლესიის ფინანსირება.
მე თვალყურს ვადევნებ ამ თემას, რამდენი წელია ეკლესიას ქვეყანა აძლევს 25 მილიონს. ათი წელია არაფერი არ იცვლება ამისთვის. მე ვიცი, რომ ეკლესიას აქვს თავისი ეროვნული სამაუწყებლო არხი და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ის მიზერული თანხა გადაიხადონ, რასაც ყველა არხი იხდის, ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ.
ჩემი აზრით ეს არ არის სწორი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსირება მიბმულია ფორმულაზე რომელიც ავტომატურად იწვევს ამ არხის დაფინანსებას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. ყველა ტელევიზია ერთად აღებული ხარჯავს უფრო ნაკლებს, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაშინ როდესაც რეიტინგის თვალსაზრისით ეკლესიის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის.”
მან კიდევ რამდენიმე საკითხი დაასახელა პრიორიტეტად, სკოლის მოსწავლეთა უფასო კვება, პენსიები მიწის ზემოთ განთავსებული მონიტორინგის სისტემები და კოსმოსური მონიტორინგი, და პოლიციის აღჭურვილობა.
კომენტარები