ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია “ბორჯომთან” დაკავშირებით განაცხადა:
პროცესში პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის მხარე მხოლოდ ჩვენ არ ვართ და აგრეთვე არის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმელობის შეთანხმება გვაქვს, რადგან არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ვერ გავასაჯაროებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. ამ შემთხვევაში, ჩვენ იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ იმისთვის, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება ბორჯომსა და კომპანიის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორეს მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იქნება.”
კომენტარები