პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი, “ტვ პირველთან” პასუხობს ჟურნალისტ, დიანა ტრაპაიძის კითხვებს “ენმ”–ში მიმდინარე მოვლენებზე და ამბობს, რომ 10 ამომრჩევლიდან, 8–ს არ არინტერესებს ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები.
სალომე სამადაშვილი:
–ჩემი ამოცანაა ხელისუფლება შეიცვალოს, მიმაჩნია, ერთადერთი რაც მოხდება, არის ის, რომ მედიის ყურადღება დაკავებული იქნება ენმ–ის შიდა პროცესებით და ეს არც ერთ აგურს არ დადებს იმისთვის, რომ ჩვენ, აი, იმ ხალხს, 10–დან 8–ს, რომელიც ელოდება მისთვის საინტერესოს პოლიტიკური სპექტრიდან, მეტი დრო დაუთმოთ მათთან საუბარს…
დიანა ტრაპაიძე:
–ელაპარაკეთ თქვენ 10–დან 8–ს, ქალბატონო სალომე, ჩვენ დაგიშალეთ?
სალომე სამადაშვილი:
–რამდენი ხანია გადაცემა დაიწყო და ჩვენ ისევ ნაციონალურ მოძრაობას…
დიანა ტრაპაიძე:
–”დღის ამბების” იმედად არის ლელოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან?
სალომე სამადაშვილი:
–რა თქმა უნდა არ არის, ამიტომ ვხარჯავთ დროს პირდაპირ კომუნიკაციაზე, მაგრამ მედიის დღის წესრიგი, რომელიც განვითარდა ნაციონალური მოძრაობის შიდა გარჩევებზე, ჩემი აზრით, არ შეიტანს არანაირ წვლილს.
კომენტარები