ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს და ელჩ კელი დეგნანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი აზრით, ამას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე დიპლომატიური უწყების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადება მოწმობს.
“ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში და რაიმე ფორმით ზემოქმედებას სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება, მე ვნახე გუშინ აშშ-ის საელჩოს განცხადება, ელჩის განცხადება, ეს იყო პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა, სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ”, – თქვა კობახიძემ.
კომენტარები