ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი:
“ამ ანტიამერიკული ისტერიის ფონზე, რომელიც არ ვიცი ქვეყნის “მთავარი მოქალაქის” პიროვნულ ახირებად თუ რუსეთის ზეგავლენის, ზეწოლის ან სამივე ერთად აღებულის შედეგია, საოცრებაა პირდაპირ, ამერიკაში ახლად დანიშნული საქართველოს ელჩის – ბატონი ზალკალიანის ოლიმპიური სიმშვიდე და ”NO COMMENTS “ პოზიცია?! რა გამოდის? – ბატონი ელჩიც ეთანხმება ხელისუფლების მოსაზრებას და იმ ე.წ “ბიბის” (როგორც დასვლეთში ეძახიან ბიძინას) კანტორის სუბარი-ყაველა-ხუნდძის ტრიოს მიერ შესრულებულ მისამღერს: “ამერიკას ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, “შინკელი”, დიდება ბიძინას!”
არადა ფეისბუქზე ბატონი ზალკალიანი თავს იწონებს ამერიკელ სენატორებთან თუ კონგრესმენებთან გადაღებული ფოტოებით; ეჰ, არც ამაში გვქონია ბედი – წინა ელჩმა ბაქრაძემ ხუთი წელი თუ მხოლოდ ჩიხტიკოპების, ჩოხა-ახალუხის, ხინკლისა და ქვევრის პროპაგანდაში გაატარა, ახლანდელი ელჩი საფეისბუქო კეკლუცობითა და ფოტო-სესიებით იფარგლება მხოლოდ!”
კომენტარები