ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “წასულებზე” და მათ განცხადებებზე დეგნანის კომენტარის შეფასებისას ამბობს:
ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ. ის, რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით არის ნათელი. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში და ეს საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ელჩებზე საუბარს, ეს არასოდეს გაგვიკეთებია და ამას შეგნებულად ვაკეთებთ. შეგნებულად ზომიერი განცხადებები გვაქვს დიპლომატებთან დაკავშირებით. ეს ოთხეული ამ ქვეყნისთვის იბრძოდა და დღესაც ამ რწმენით მოქმედებს“
კომენტარები