თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
“დეგნანის მიმართ აგრესია თითიდან გამოწოვილი საბაბით, ერთხელ და მრავალგზის არის დიდი სიბრიყვე ერთხელ და მრავალგზის. მესმის, რომ რიგ მოქალაქეებს ახსოვთ ამერიკის მიერ ფიდელ კასტროსთვის გამწარებული ცხოვრება, ჯინსებით გარყვნილი საბჭოთა ახალგაზრდობა და ბევრი სხვა უზნეობანი, რომელიც ძნელი დასავიწყებელია, მაგრამ მაინც უგუნურება მგონია ქალბატონ ელჩზე სულელური შეტევა და ანტიამერიკული ისტერია. სიბრიყვე და უგუნურება.
პ.ს. რეალობის პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ეპიზოდია: “აშშ არ იშურებს ძალისხმევას, რათა პუტინის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის – საქართველოზე”
“აშშ ყველანაირად ცდილობს, ომი არ გადავიდეს საქართველოზე, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე” – დეგნანი
კომენტარები