პარტია „დროას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის სახელით, კიევში გაემგზავრა.
პარტია „დროას“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, 24 თებერვალს, პარტიის ლიდერი რადაში შეხვედრებს გამართავს.
„როცა საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ინიციატივა საერთო მტერთან ბრძოლის დროს, ჩვენი ღირსების დასაცავად და ჩვენი მეგობრების გვერდით დავდგეთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები