ტვ. იმედის ინფორმაციით, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხება
– მილიონობით რუსული რუბლი. გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. “იმედის” ცნობით, ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით, ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს. ელენე ხოშტარიამ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა და მიზეზად, რუსული კავშირები დაასახელა.
კომენტარები