ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტში სასწრაფო დახმარების ექიმები გამოიძახეს. “დროას” წევრის, ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ხოშტარია სუსტად არის და აქვს თავბრუსხვევა.
სასწრაფოს ექიმის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას აღენიშნება სისუსტე და ღებინება, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
დღეს მისი შიმშილობის მე-6 დღეა. სამედიცინო დახმარება მას დღეს უკვე მეორედ დასჭირდა. რამდენიმე საათის წინ ხოშტარიამ მცირე ხნით, გონება დაკარგა.
ექიმები მისი სტაციონარში გადაყვანის რეკომენდაციას იძლევიან, თუმცა თავად ხოშტარია უარს აცხადებს და ამბობს, რომ შიმშილობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
კომენტარები