ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:
“23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. მას აქვს 100 -პროცენტიანი დაფინანსება, მაგრამ არა აქვს საარსებო სახსრები. ის მუშაობს ჯულიარდში, თუმცა ხელფასი იმდენად მცირეა, რომ მეტროთი მგზავრობასა და მინიმალური საკვებისთვისაც არ ჰყოფნის. საქართველოს ხელისუფლებამ მას დახმარებაზე უარი უთხრა პოლიტიკური შეხედულებების გამო. სამაგიეროდ, ღარიბაშვილის ყმაწვილი ბედნიერად იცხოვრებს მამამისის დამუნათებულ ამერიკაში.
ელენეს ყოველთვიურად ესაჭიროება 2500 დოლარი, რომ სწავლა დაასრულოს. ვფიქრობ, აუცილებელია , შევქმნათ სტუდენტთა დახმარების ფონდი. ვინც კომპეტენტურია, იქნებ ამ საქმეს მოაბას თავი. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ამიტომ თავად უნდა ვუშველოთ საკუთარ მომავალს.”
კომენტარები