დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, შუქი წავიდა ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, სამეგრელოში.
ელექტროენერგიის გათიშვის სავარაუდო მიზეზი, მასშტაბური ავარიაა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ელექტროენერგია არ არის გორშიც.
შეგახსენებთ, თბილისში, აბონენტთა 60 პროცენტს, როგორც “ალიას” თელასში გვითხრეს, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
კომენტარები