ბრიტანეთის დედოფალი 94-ე დაბადების დღეს ოჯახის წევრებთან ვიდეოკონფერენცით აღნიშნავს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
არსებული ცნობით, დედოფალი ელისაბედ მეორე ვინძორის სასახლეში ქმართან 98 წლის ფილიპთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.
დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები 18 აპრილს გაუქმდა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის დედოფალი დაბადების დღეს ოჯერ აღნიშნავს. 21 აპრილს ტრადიციულად, ხოლო ივნისის მერე კვირას ოფიციალურად.
კომენტარები