“ტვ პირველის” ეთერში, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, გიორგი გუგავა.
ალეკო ელისაშვილი:
“ამის მოსმენას არ ვაპირებ, ისეთი რაღაცეები იკადრა ბატონმა გუგავამ. ხალხის მუქთი ფული აღარ ექნება ამ პარაზიტულ პარტიას, რომელიც იდგა და პარლამენტში არ შედიოდა, იდგა და ხალხის ფულს ჭამდა. ამ არარაობის მოსმენას არ ვაპირებ. ამას რა ენაღვლება, წამოკოტრიალებული იყო, ალბათ, თავის პარტიაში… ოპოზიციაში გამილიონერებული ხალხი გინახავთ? მოდით ჩემ სახლში, ნახეთ როგორ ვცხოვრობ. აბა ნახეთ ნათელაშვილის სახლი, ოპოზიციაში მყოფი კაცი შეიძლება მილიონერი გახდეს? ისეთი რაღაცა იკადრა, ჩემ მშობლებთან დაკავშირებით, ამ უმსგავსო არარაობამ, რომ ძალიან ინანებს მაგის გამო, ეს პარაზიტები, ხალხის ფულის მთქვლეფავები, შეუწყდებათ ეგ. თავად იშოვონ ფული, წურბელებივით რომ ასხედან ხალხს.”
გიორგი გუგავა:
“გაიქცა, ხო ეგ კურდღელი ეგ, კინტო ეგ… როგორ ოხერს არ შევხვედრივარ, მაგრამ ესეთი უსინდისო, გარეწარი, მოღალატე არ შემხვედრია. წარბსაც არ შეიხრის, ისე იკადრებს უკადრებელს. დღეს კანონი მიიღეს, რომლის შესაბამისად, ჩვენ შეგვიწყვიტეს დაფინანსება და ელისაშვილს და “გირჩს” ძველი დაფინანსება აღუდგინეს და მთლიანად მისცემენ ერთად ამ ფულს. ელისაშვილი ფინანსდებოდა კორუმპირებული მინისტრი რომ იყო, ალავიძე, იქ იყო იოსელიანი დასაქმებული, აქედან აიღო ფული თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლაც გარანტია მიიღო ხელისულფლებისგან და დაუწერეს ხმები. სრული პასუხიმსგებლობით ვაცხადებ. ამავე დროს ის სუს-ის აგენტია, დააჭერინა 7 უდანაშაულო ბიჭში. შემდეგ ოპოზიციაში გამოუშვეს აგენტად, ასეთი სიბინძურეები ეფრქვია… ცხვირიან-ფეხებამდე ნაყიდია. ნათელაშვილი არ შევიდა პარლამენტში, არც თანამდებობაზეა, არც პრივილეგიები აქვთ.
გუშინ ცვლილება მიიღეს, 2 კაციან ჯგუფს, აი, ელისაშვილისა და იოსელიანისთვის, მისცეს უფლება ფრაქციის მაგვარი ჩამოაყალიბონ. ეს მუქთახორა კინტო, როგორ ბედავს ხმის ამოღებას. მასავით ქვეშაფსია ნათესავები არიან, თუ ვინ არიან, ათასი მუქარა მომწერეს. თქვენ, ბიჭო, კინტო ელისასვილში ხომ არ გეშლებით? მოღალატეა, უსინდისო მოღალატეა, ფულზე დახარბებულია. მილიონებს მოაჯდა, რას იკატუნებს თავს?”
კომენტარები