ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ამჟამად, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მომხრეები, კომენტარებში, ხშირად უწერენ, რომ სურთ ის იყოს პრეზიდენტი.
მაგალითად, კომენტარებში შეხვდებით:
“ღარიბაშვილი მომავალი პრეზიდენტი საქართველოსი”
“ბატონო ირაკლი, მე თქვენ საქართველოს პრეზიდენტად გხედავთ, ბრწყინვალე იქნებით და მინდა, რომ გიხილით ამ რანგშიც!”
“ირაკლი მომავალი საქართველოს პრეზიდენტი, მაგრად მოერგებოდა ამ თანამდებობას!!”
ერთგან, ერთ კომენტარს, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის მომხრე, პასუხობს, რომ პრემიერს მეტი უფლებები აქვს და პრეზიდენტის სკამი სიმბოლურია და იყოს მაშინ ირაკლი კობახიძე პრემიერად და ღარიბაშვილი ირაკლი, თუ უნდათ პრეზიდენტად.
ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ არ უპასუხებს კითხვას, დაპირდნენ თუ არა, რომ პრეზიდენტად დანიშნავს გუნდი, გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა, მეორე მხრივ, ვერც უპასუხებს, რადგან, საჯარო სივრცეებში პრაქტიკულად არ ჩანს და ბოლო განცხადებაც სოციალურ გვერდზე 2 კვირის წინ განათავსა.
კომენტარები