ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:
“მოგესალმებით, ქალბატონო ნანუკა. ჩემი სახელია სალომე ორჟონია. მყავდა ირანელი მეუღლე, რომელიც 10 წლის მანძილზე ძალადობდა ჩემზე და ბავშვზე.
ვცხოვრობდით შვედეთში, სადაც 3 საქმეა სოციალურ სამსახურში. სირცხვილის გამო არ ვეყრებოდი, არც ვიყავით ოფიციალურ ქორწინებაში 2020 წლამდე.
როცა საქართველოში დავბრუნდით, მითხრა რომ 300 000 ლარის ქონება სჭირდება ბინადრობის მისაღებად და ჩემი ნამუშევრით ნაყიდი ქომების ჩუქება მომთხოვა.მე ვთხოვე ჯერ ხელი მოგვეწერა, რათა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც დამიყოლია. მხოლოდ შემდეგ მომიწერა ხელი.
ახლა მემუქრება სიცოცხლის მოსპობით, მედავება ქორწინებამდე შეძენილ ქონებას, შვილს წაგართმევო. მე და ბავშვი სრულიად უსახსროდ დაგვტოვა, არა და ქონება ქორწინებაში შევიძინეთ. მეძუძურ ბავშვთან ერთად 16-18 საათი ვმუშაობდი, რომ რაღაც დამეგროვებინა.
ადვოკატის აყვანაც კი არ შემიძლია, უსახსრობის გამო.ღამით მამაჩემი დააკავეს, მაშინ როცა ძალადობის მტკიცებულებები მქონდა და ჩემი მეუღლე გამოუშვეს.
ძალიან გთხოვთ,გამოიჩინეთ გულისხმიერება და დამეხმარეთ. თქვენს გარდა სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავ. წინასწარ გიხდით მადლობას .
სალომე ორჟონია
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რატომ არ დააკავეთ მოძალადე? ყველა მტკიცებულება ჰქონდა ნაცემ ქალს! ელოდებით როდის მოკლავენ?”
კომენტარები