იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ზაქარია მამაგულაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“რამოდენიმე განმარტება იტალიის ემიგრაციის საყურადღებოდ!
უკვე ისტერიული სახე მიიღო საქართველოში დაბრუნების მოწოდებამ, ვითომ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა მოქმედი ხელისუფლება, ძალიან დიდ შარში გაგაყოფინებენ თავს სექტანტები, თვითონ თავი ქუდში აქვთ და თქვენ ჩვეულებრივ, ბოდიში შედარებისთვის და საზარბაზნე ხორცად გიყენებენ და თუ რატომ გეტყვით ახლავე.
- ვისი პრაქტიკაც უკვე გაგზავნილია და ელოდებით საბუთს, გაქვთ ე.წ. რიჩევუტა, ამ რიჩევუტით არ გაქვთ საზღვრის კვეთის უფლება. შესაბამისად იტალიის ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში გაფუჭდება თქვენი პრაქტიკა და დაემშვიდობეთ საბუთს.
- წასვლა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობით ე.წ. თეთრი პასპორტით. წახვალთ უპრობლემოდ, მაგრამ ამ პასპორტით ვერ წამოხვალთ უკან იტალიაში, რადგან აღნიშნულ პასპორტი არის ერთჯერადი დოკუმენტი, რომელსაც ჩამოგართმევენ საქართველოში აეროპორტში, საზღვრის კვეთის დროს.
ვიცი ბევრი გაბრაზდებით, მაგრამ ვფიქრობ უმრავლესობა სწორად გაიგებს თუ რას და ვისთვის ვამბობ!
წარმატებებს გისურვებთ!”
კომენტარები