იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ნათათო გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” უკვე რამდენიმე დღეა ვკითხულობ პოსტებს სადაც თითქმის ყველას ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი უწერია.
თურმე სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს “საზღვარი იტალიასთან” და შეწყდეს ყველანაირი მიმოსვლა.
შე კაი ადამიანო, ერთი წამით მაინც არ ფიქრობ აქ მცხოვრებ ქართველებზე? ერთი წამით მაინც არ გაგიელვა თავში აზრმა, პოსტის წერის დროს მაინც, ვაი და რა უჭირთ ემიგრანტებსო? ერთი წამით მაინც არ დაფიქრდი უვარგისი ელჩი რომ გვყავს და უმოქმედო საელჩო რომ გვაქვს, ემერჯენსულ ვითარებაში რას იზამს ჩვენი ქართველი ხალხიო? არა ამაზე არავის გიფიქრიათ და იცით რატომ?! “საზღვრის დაკეტვა” გზავნილების დაკეტვას არ ნიშნავს და მაგიტო!
რა თქმა უნდა ვეთანხმები ფრენების შეწყვეტის და არა “საზღვრის დაკეტვის”ინიციატივას ეს აუცილებელიცაა, მაგრამ მანამდე იქნებ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს სანუგეშო სიტყვა მაინც ვუთხრათ, დავამშვიდოთ და დახმარებას დავპირდეთ, ან იმ პოსტში სადაც კატეგორიულად თქვენს უსაფრთხოებას ითხოვთ, იქნებ ჩვენც გაგვიხსენოთ და ორი სიტყვით ჩვენი უსაფრთხოებაც მოსთხოვოთ ხელისუფლებას!!!
იცით ჩვენ როგორ ვფიქრობთ?! გეტყვით, პირველივე დღიდან იტალიაში მყოფი ემიგრანტების უმრავლესობა ამბობდა,რომ “ოღონდ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გადარჩეს და ჩვენ რაღაც გვეშველებაო.”არავინ მოდის საქართველოში მხოლოდ იმიტომ
რომ საფრთხის წინაშე არ დაგაყენოთ თქვენ და ჩვენი ქვეყანა! ყველა ვთანხმდებით რომ აუცილებელია გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საფრთხეში არ ჩაგაგდოთ!
აი ასე ფიქრობენ ემიგრანტები.ჩვენი დილა თქვენთან მიმდინარე საინფორმაციო ამბებით იწყება და ღამე თქვენზე ფიქრით სრულდება!
აი ასეთია ემიგრანტების დამოკიდებულება და ფიქრები!
დიდი სიყვარულით ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი იტალიიდან!”
კომენტარები