იტალიაში უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. ზოგი უკვე დაფუძნდა უცხო ქვეყანაში, ზოგიერთი კი ისევ ეძებს სამსახურს და არ არის ადაპტირებული იქაურ სიტუაციაზე.
კორონავირუსის გავრცელების რისკის ზონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს დახმარებას სთავაზობენ. თუმცა, ეს შესაძლოა მათთვის სარისკო ნაბიჯიც კი იყოს.
„შევიფარებ ბინაში. 4 ქალბატონს, ვინც დარჩა ქუჩაში. დაგეხმარებით საკვებით. ღმერთი გვფარავდეს ყველა ემიგრანტს“.
„მოგესალმებით, ჩემო ემიგრანტებო. თუ ვინმეს რამე დაგჭირდეთ, თქვენ გვერდით მიგულეთ, უანგაროდ. კვირაში 7დღე, 24 საათის განმავლობაში ვერ ახერხებთ მაღაზიაში წასვლას ან რაიმეს ყიდვას, დარეკეთ, მილანის ტერიტორიაზე მოგემსახურებით უანგაროდ“.
ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით სულ 17,660 ადამიანი დავირუსდა, რომელთაგან 1266 გარდაიცვალა.
პრაიმტაიმი
კომენტარები