„საუთფაუერის“ ინფორმაციით, რეპერ ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა.
საქმე ეხება ამერიკელი რეპერის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაზე. ემინემი დაინტერესდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად ახერხებს.
გამოწვევაში ათასობით ფანმა მიიღო, თუმცა მუსიკალურმა ფანგვერდმა „საუთფაუერმა“ გამარჯვებულად 16 წლის ნინი ჩილაჩავა დაასახელა, რომლის ვიდეოც „ინსტაგრამზე“ 100 ათასზე მეტჯერ ნახეს.
„ეს არის მომენტი, როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს შეხვდა“, – წერია „საუთფაუერის“ ვებგვერდზე.
კომენტარები