ტვ იმედი აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს და მათ თანახმად, კითხვაზე, ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში, შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:
რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ ემხრობა 16%, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს – 3%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.
კომენტარები