პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი:
„ღმერთი, რჯული, ემოციურად ნამდვილად არ მინდოდა, რომ მაინცდამაინც ღარიბაშვილის ხელმოწერა ყოფილიყო ევროპის კავშირის წევრობის განაცხადზე – სირცხვილი და ირონიაა და იმიტომ. მაგრამ ჩვენი ბედიც ეგაა. ახლა კი თავად საქმე: თუ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამის მერე ძალიან გაუჭირდება ერთ, მეორე თუ მესამე ხეჩუას, დევნოს ოპოზიცია და აყალბოს არჩევნები. ამის არდაშვება უკვე ევროპელთა პრესტიჟის საქმე გახდება. თუ არ მოგვცეს, გავიგებთ, რომ არ მოგვცეს სწორედაც უვარგისი დემოკრატიულობის გამო. მერე ვისი ბრალი იქნება ეს? სწორია – ქართული ოცნების. იმედია, ამის შემდეგ მაინც გაიგებს კრიტიკული უმრავლესობა, რომ ჩვენი საერთო მომავლის მთავარი წინაღობა ეს ხელისუფლებაა. ასე რომ, ამ წერილით თუ ვინმე იყენებს თავს გამოუვალ მდგომარეობაში, ესაა ქართული ოცნება.“
კომენტარები