თაკო მაკასარაშვილი, სოციალურ ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მოკლედ დღეს ვიყავი ენდორფინში იქიდან გამომდინარე რო ადგილზე აღარ აქვთ მზა ლობიანი და ესე ვეღარ იყიდი უნდა დაელოდო სანამ დაგიმზადებენ და 7-10 წუთში იქნებაო ნუ კაი დაველოდებითქო
ავიღე ორი ლობიანი შებოლილი და ორი კენკრის ჩაი თან მანქანა მიყენია ისეთ ადგილზე რო უეჭველი დამაჯარიმებენ ვიცი გავიდა 37 წუთი ველოდე ნუ დაავიწყდათ ჩემი შეკვეთა ლობიანს ხო საერთოდ შებოლილის გემო არ ქონდა უმი იყო შიგნით
ჩაიში 9 ლარი გადამახდევინესს უპატარავეს ჭიქაში კენკრის მაგივრად პიტნის ჩაი გამიკეთეს თან პიტნაზე ალერგია მაქ …. არც მითხრეს რო კენკრა აღარ ქონდათ წყალში გადაყრილია ეს ფული, გადავაგდე ლობიანიც და ჩაიც
დიდი მადლობაა მომსახურება გაქვთ ნოლიიიი ….ფულზე კი არაა უბრალოდ როცა გელაპარაკებათ მომხმარებელი და არ გაქვთ თქვით მაინც რო არ გაქვთ !!!!”
კომენტარებში, “ენდორფინის” სოციალური მედიის მენეჯერი, დათო ბოტკოველი წერს:
“მე როგორც ენდორფინის სოცმედია, სრულებით ვეთანხმები მომხმარებელს!
მომხმარებელს უნდოდა ხილის ჩაი, ჩვენ გვაქვს გერმანული ჩაი Ronnefeldt, რომელიც ღირს ძვირი, აგერ ფოტო.თუმცა ის რომ მოლარეს შეეშალა და პიტნის ჩაი აღიქვა ხილის ჩაით არის წარმოუდგენელი რამ, მოლარე ახალია და როგორც ჩანს მენეჯერმა სწორად ვერ გათვალა მისი უნარ ჩვევები და შესაძლებლობები.
რაც შეეხება დროს, ჩვენს მეორე აეროპორტის ფილიალში “თელმარიმ” (მოფერებით თელმიკომ), გათიშა დენი, რააღაცა სარემონტო სამუშაოების გამო და ის შეკვეთებიც შემოვიდა ვაკის ფილიალში და ამის გამო დაგვიანდა რადგან ერთ ფილიალს უწევდა ორი ფილიალის შეკვეთების მზადება მაგ პერიოდში. მომხმარებელს ვუხდით ბოდიშს და სრულად დავუბრუნებთ გადახდილ თანხას რა თქმა უნდა ! რაც შეეხება უგემურ ლობიანს, ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკით, როდესაც მომხმარებელი ერთ რაღაცაზე სამართლიანად ბრაზდება, მერე ყველაფერზე ბრაზდება და აღარაფერი აღარ მოსწონს.
დღეს 3 ლარად გვაქვს ახალი ხაჭაპური საოცრება, კომბოსტო+ ნიგვზით 15 რიცხვის ჩათვლით არის აქცია.
ლობიანის შეკვრის ადგილი დაინახეთ და უკვე დასკვნა გამოიტანეთ? მარტო ხინკლოს კუჭი რომ დაგანახონ ხინკალზე წარმოდგენა უნდა დაკარგოთ?მთლიანი ფოტო დადოს და ნახავთ რომ თბილისში არაა მასეთი ლობიანი.”
“ალიამ” სცადა “ენდორფინთან” დაკავშირება, იმ შემთხვევაში თუ ისინი დამატებით კომენტარის გაკეთებას მოინდომებენ, მასალა აქვე განახლდება.
კომენტარები