21 წლის მამაკაცს ენერგეტიკული სასმელების “გადაჭარბებული” მიღების შედეგად გულის უკმარისობა განუვითარდა. ამის შესახებ BBC წერს.
BMJ Case Report-ის ანგარიშის თანახმად, ორი წლის განმავლობაში მამაკაცი ყოველდღიურად ოთხ 500 მლ-იან ენერგიულ სასმელს სვამდა.
მამაკაცმა საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 58 დღე გაატარა. საავადმყოფოში გადაყვანამდე მას ოთხი თვის განმავლობაში მას სუნთქვა უჭირდა და წონის კლება აღენიშნებოდა.
მისმა მკურნალმა ექიმებმა მრავალი დიაგნოზი განიხილეს, თუმცა ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარებით იყო გამოწვეული. მას საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, კანკალი და გულის აჩქარება აწუხებდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მამაკაცმა გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება.
”დღეში ოთხ ენერგეტიკულ სასმელს ვსვამდი, ვკანკალებდი და გულის ფრიალი მაწუხებდა, რაც ყოველდღიურ დავალებებზე კონცენტრირებასა და უნივერსიტეტში სწავლას ხელს უშლიდა”, – აცხადებდა მამაკაცი.
ბოლო პერიოდში ის ენერგეტიკულ სასმელზე დამოკიდებული გახდა. დალევისგან თავის შეკავების დროს, სტუდენტს მწვავე შაკიკი აწუხებდა.
მამაკაცმა გარდაცვალების წინ მოხსენება ჩაწერა, რომლითაც ახალგაზრდებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებდა. იგი თვლიდა, რომ ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა მწვავე გართულებები გამოიწვიოს, არასრულწლოვნებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
კომენტარები