იუსტიციის მინისტრი “ნაციონალურ მოძრობას” ბავშვების “მომავლის ნგრევაში” ადანაშაულებს:
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა, არ გაგვახსენოთ ეს დროო, მაგრამ მთლიანად, ამ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს უკვე არაერთი პარტიისგან შედგება, ყოველთვის შევახსენებ, რომ კენჭიც არ დაუდიათ ბავშვთა უფლებების დასაცავად. ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ბავშვთა მდგომარეობა ყველა სფეროში და თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში. ცდილობენ, თავად დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს მათი მორალური სახეა” – ამბობს წულუკიანი.
კომენტარები