“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ შეთანხმების პროცესში 20 ივნისთან დაკავშირებულ ამნისტიის შინაარსზე ყველა მხარე ინფორმირებული იყო, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობაც”.
ხათუნა სამნიძე:
“ყველამ იცოდა, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამაც” იცოდა რას ვაწერდით ხელს. არცერთ ეტაპზე არ ყოფილა პრობლემა და წინააღდმეგობა ამნისტიის ნაწილზე, არასდროს. ჩვენ ვიცოდით, რომ საუბარი იყო ორმხრივ ამნისტიაზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ამაში შედიოდნენ პოლიციელები, ვიცოდით და მკაფიოდ ითქვა, რომ მიმდინარე საქმეებზე უნდა ყოფილიყო და ამ ნათქვამს ახლა სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ამახინჯებს.
ზეპირი საუბარი როცა იყო მედიატორებთან და შემდეგ უკვე პრეზიდენტის თანდასწრებით, შარლ მიშელის თანდასწრებით, თუ რა იგულისხმება ამაში, ყველაფერი ხომ არ შეიძლება ჩაიწეროს ხელშეკრულებაში. ის, რომ რურუას შეიწყალებდა პრეზიდენტი, ხომ არ წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ ჩვენ ვიცოდით. შემდეგ ზეპირად შევთანხმდით, როდის გაკეთდებოდა ეს. ზუსტად ასეთივე ზეპირი შეთანხმება იყო, რომ ამნისტია გულისხმობს ორმხრივ ამნისტიას. ეს არის არსი ამ ამნისტიის და ჩვეულებრივად, გასაგები იყო ყველასთვის. რომ გამოვდიოდით, ვამბობდით, რომ ამნისტია ერთ-ერთი რთული თემაა”
წყარო – რუსთავი2
კომენტარები