ქობულეთში გამართულ საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, მერაბ ცინცაბაძემ, საკრებულოს შესთავაზა, ანტონ ჩეხოვის ქუჩისთვის ბიძინა ივანიშვილის სახელი მიენიჭებინათ.
,,ოცნების” უმრავლესობამ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა.
საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არაა, მაგრამ, მისი აზრით, აღნიშნული ინიციატივა ,,ნაციონალებს” პოპულიზმისთვის სჭირდებოდათ.
კომენტარები