“ტვ იმედის” ინფორმაციით, ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა:
„ამ ქვეყანაში წლებია ვარ, მაგთიკომს ვმართავდი 2012 წლიდან 2016 წლამდე. წამოვიწყე ევროპული ბიზნეს-ასოციაცია, სადაც პრეზიდენტად ორჯერ ამირჩიეს. 2008 წლიდან 2012 წლამდე, ამ პერიოდში ჩემი წევრები დააკავეს, სასამართლოში მოგვიწია წასვლა სრულიად უმიზეზოდ, მიზანი მხოლოდ მათი ბიზნესების წართმევა იყო და არა, არ მომწონს მე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ჩემი უფლებაა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, არ ვარ ვალდებული მომწონდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია.
ვფიქრობ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან საშიში პარტიაა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ ჩემი მოადგილე სრულიად უმიზეზოდ დააკავეს , ერთხელ პარასკევს საღამოს 9 საათზე ოფისშიც დამიბარეს, რომ ეკონომიკის მინისტრს უნდა შეხვდეო . ნიუ-იორკში დავრეკე, ვუთხარი, მგონი მეც დამაკავებენ-თქო. საშინელი დრო იყო. არ მეშინია მე ამ ხალხის, ამიტომაც ამოვიღებ ხმას, თუმცა ამის გამო მე სამსახური დავკარგე და ეს არ არის სწორი. არასწორია, რომ თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ ხარ, ესე იგი ბიზნეს-ასოციაციას ან ბიზნეს-პალატას ვერ მართავ, ეს ფუნდამენტალურად არასწორია. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, თუმცა ეს ამ ქვეყანაში არასამთავრობოების სამყაროში უსარგებლოა, რადგან თუკი სხვა არასამთავრობოს გააკრიტიკებ, მე ვარ სამწუხაროდ კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დაგემართება.”
კომენტარები