„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის გარკვეული მიმართულებები, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლის ინტერესი აქვთ, ისინი დღემდე ბულინგსა და შანტაჟს ექვემდებარებიან, ამაზე საჯაროდაც საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ჩანს, რომ საუბრისთვის გარკვეული სივრცეა. ბულინგი და შანტაჟი ყველას თვალწინ მიმდინარეობს. რა ხდება სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში, როგორ აშანტაჟებენ და აბულინგებენ პოლიტიკოსებს ამას ყველა ხედავს. უკვე პოლიტიკოსებს მიღმა გავიდნენ. უკვე თავს ესხმიან უმძიმესი ფორმით ფასილიტატორ ელჩებს. მათ შეურაცხყოფებს აყენებენ. ამაზე საუბრობენ, მათ შორის ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ბულინგს და შანტაჟს თვითონ არიან დაქვემდებარებული. ეს ყველაფერი ამ რადიკალური ოპოზიციის ბუნებაზე მეტყველებს. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი პარლამენტში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის“
კომენტარები