„ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პოლარიზაცია ახლა ნაციონალურ მოძრაობაშია, რადგან არსებობს გავლენებისთვის ბრძოლა, რომელშიც ჩართულია დავით კეზერაშვილი.
“პოლარიზაციამ, რომელიც შემოჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, გადაინაცვლა პარტიის შიგნით, რაც არის ძალიან კარგი. იქ არის შიდა დინებები, არის რამდენიმე კერძო ინტერესი. არის ოლიგარქების ინტერესები. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ერთ-ერთი ოლიგარქის, კეზერაშვილის ინტერესი. არის კიდევ მეორე ოლიგარქის, სააკაშვილის ინტერესი, რომელიც ცალკე იკვეთება და არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანაში არსებულმა პოლარიზამ გადაინაცვლა ნაცმოძრაობის შიგნით“. – აცხადებს კობახიძე.
კომენტარები