ენმ-ში პრემიერობის შესაფერისი კანდიდატი გყავთ? – ტვ პირველის პირდაპირ ეთერში დიანა ტრაპაიძის დასმულ კითხვას ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ცინიკური უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ თავად პირადად მიესალმება პარტიაში კონსოლიდირებული ფრონტის შექმნას და ასეთ ფორმატში თუნდაც პრემიერმინისტრობის კანდიდატურის დასახელებას.
ეს მომიტევეთ, მაგრამ ირონიულად ნათქვამია. თუმცა, ჩემი აზრით, კონსოლიდირებული ფრონტის შექმნა რუსული რეჟიმისთვის ძალიან კარგი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ყოფილ წევრებთან, ან იდეოლოგიურად მოკავშირე პარტიებთან კონსულტაციების გამართვა იმისთვის, რომ საერთო ძალებით დავასახელოთ თუნდაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი სულაც არ ვთვლი, რომ ცუდი იდეა იქნება.
ეს არის პირადად ჩემი პერსონალური პოზიცია და არა პარტიის პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარტიის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ეს დისკუსია არ მომხდარა”. – ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ “რეაქციაში” არ გამორიცხა, რომ ენმ-ს შესაძლოა გიორგი ვაშაძე შეუერთდეს.
კომენტარები