აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება, მას შემდეგ რაც თეთრი სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს თავად ენტონი ფაუჩიმ განუცხადა.
8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფაუჩიმ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტშიც ივლის, სადაც ასევე იზოლაციაში იქნება. კორონავირუსზე ტესტირება მას ყოველდღიურად ჩაუტარდება.
კომენტარები