ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა.
თუმცა, კობახიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის ეპიდემია გადაივლის და არჩევნების ჩატარება მოხერხდება. „შესაბამისად ეს გარემოება აქტივობაზეც არ უნდა აისახოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები