დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
როგორც უკვე ვწერდი გუშინდელ პოსტში, გაჭირვებაში და ვალებში ჩავარდნილი მღვდლები პანტაპუნტით გარბიან ამერიკაში საარსებო წყაროს საძიებლად, მათ შორის არალეგალური გზებით. იხილეთ ამ ფაქტების სამარცხვინო და ოფიციალური აღიარება ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოსის, წმ. სინოდის წევრ მეუფე საბა ინწკირველის მიერ, რომელმაც ამის შესახებ ოფიციალური წერილით 2022 წლის 20 მარტს მიმართა ამერიკის ყველა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს (ანუ მსოფ. საპატ., მოსკ. საპატ., რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთის საპატრიარქოების ამერიკაში მსახურ ეპისკოპოსებს და ამერიკის დე-ფაქტო ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსებს) სთხოვს მათ, რომ მისი ნებართვის გარეშე არცერთი ქართველი მღვდელი არ დაუშვან ღვთისმსახურებაში თანამონაწილედ, რადგანო მათ უმეტესობას არ აქვს საკუთარი ეპისკოპოსის ნებართვა ამერიკაში ცხოვრების და მსახურების შესახებო და უკანონოდ არიან აქო. ეპისკოპოსი საბა ვერც მიხვდა, ისე მოსჭრა თავი საქართველოს “აყვავებულ და აღორძინებულ” ეკლესიას:)) ესეც შიოლაშვილის მიერ “გაბრწყინებული” ქართული ეკლესია! თითქმის ერთი წელი გავიდა ამ წერილის დაწერიდან და ბუნებრივია სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.
კომენტარები