იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მამუკა ნოზაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხელისუფლებამ ბევრი უაზრო, არაფრისმთქმელი და შედეგის არ მომტანი შემზღუდავი რეგულაცია დააწესა საგანგებო მდგომარეობის საბაბით და ხალხს გაურთულა ისედაც სავალალო მდგომარეობა.სამაგიეროდ ხელისუფლება და მისი გოშიები სარგებლობენ ამ მდგომარეობით და კარგად ითბობენ ხელს. ხალხს აშინებენ , აშანტაჟებენ , დრამატულ ვითარებას ხატავენ და თან ტრაბახობენ, რომ საქართველო ყველაზე მაგრად უმკლავდება პანდემიასო.რალურად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოიხსნა შეზღუდვები და თან საქართველოზე განვითარებულში, მითუმეტეს, რომ დაინფეცირება და გარდაცვალების კატასტროფული მაჩვენებლები ქონდათ, ხოლო საქართველოში შუა საუკუნების ბნელეთია და ისევ კომენდატის საათია და სხვა უამრავი შტერული შეზღუდვა მოქმედებს. ვფიქრობ არაკეთილსინდისიერი ექიმების გამოყენება მოხდება, რომ კვლავ გაგრძელდეს ეს ბაკხანალია და არჩევნები გადაიდოს, რაც ხალხის მდგომარეობას დაამძიმებს.”
კომენტარები