გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნისას, ჩოხატაურში თქვა:
„ყველანი თუ დავიცავთ წესებს და ვატარებთ პირბადეს, მაშინ საარჩევნო კამპანიის გაუქმების რაიმე არგუმენტი არ იარსებებს. მაშინ არჩევნებიც უნდა გადავდოთ – საარჩევნო კამპანიის გარეშე არჩევნები არ არსებობს.
მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ ყურადღების გარდა, სხვადასხვა სახის, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. ბევრი ოჯახია საქართველოში, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრი არის ექიმი, ისინი ფაქტობრივად ყველანი ერთად ამ ბრძოლაში არიან ჩართული და ამ ხალხს დახმარება სჭირდება. მათ შორის ფინანსური, ელემენტარული დანამატებია მათთვის გასაცემი – 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ.“
კომენტარები