სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მამის გარდაცვალების შესახებ შემზარავ ისტორიას ყვება. ის მისი მამის მიმოწერებსაც ასაჯაროებს. მის წერილს “მეგა ტვ” აქვეყნებს:
“Teimuraz Davitashvili მძულს
20 ივლისის ღამე, მაშინ როცა თქვენი ავადსახსენებელი ჰოსპიტალის კარი შემოვაღეთ, როცა მამა გავიმეტე “გარდაცვალებისთვის”… ვაი რომ არ ვიცოდით რა სასაკლაო გქონდათ მოწყობილი და გვეგონა, სასწრაფოს რომ სურამის ჰოსპიტალში მივყავდით (რადგან თბილისში არც-ერთმა საავადმყოფომ არ მიგვიღო ადგილების არ ქონის გამო და 1:50 წთ. სასწრაფოს მანქანაში ვისხედით) მაშინ როცა შემოვაღეთ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი • Iv. Bokeria University Hospital კარი, მთელი იმედით რომ გავიმარჯვეთ და აქვე ახლოს მოვხვდით..თურმე რა ყოფილა ოთხ დღეში კარგად მყოფი პაციენტი რეანიმაციაში მოახვედრეთ თქვენი უყურადღებობით და გულგრილობით.. თან ხომ გააჩნია რა მდგომარეობაში, ფაქტიურად მომაკვდავი მთელი ისტორიის დაწერა მინდა მთელი გულით, მაგრამ განა რამეს შევცვლი ამით??? ეხლა ვერაფერს შევცვლი, მაგრამ მამას თვალებს არასოდეს დავივიწყებ და თქვენც გემახსოვრებათ 25 ივლისი, 2021 წელი, მაშინ როცა Salome Pipia Natalia Barbaqadze და კიდევ ქალბატონი #გოგინაშვილი, ( რომელიც დაახლოებით რამდენიმე დღის წინ დიალეზზე იყო უკვე შეერთებული) თქვენზე და კიდევ იმ გასაიდუმლოებულ ექთნებზე, ექიმებზეა ეს ცოდვა, რომელსაც მამაჩემის “სიკვდილი” ჰქვია. დიახ სიკვდილი, რადგან თქვენ მოკალით მამა გაწირეთ თქვენი უყურადღებობით და უვიცობით, განსაკუთრებით, სალომე ფიფია, იცნობდეთ რომელიც ბოლო წუთამდე მიმტკიცებდა რომ მამას საგანგაშო და გართულება არაფერი ჰქონდა, უბრალოდ გასაჰყავდათ რეანიმაციაში, რადგან იქ უფრო უკეთესი აპარატურა იყო მამას მოსავლელად და უფრო მეტიც არ აპირებდნენ დაძინებას ( დიახ! რათქმაუნდა არ აპირებდნენ ხელოვნურად დაძინებას, რადგან გადაიყვანეს პირდაპირ მომაკვდავი) და თქვენ, ადამიანებო მოგმართავთ!!! რამდენნი ხართ ასეთი გამწარებული ამ ავადსახსენებელ ჰოსპიტალზე, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, ყოველ საღამო/ღამე, გამოყავდათ მიცვალებულები და ყველა ერთი და იგივეს ამბობდა რომ: მოუკლეს- მამა, დედა, შვილი, ძმა, და, ნათესავი, ახლობელი, ქმარი, ცოლი. ამოიღეთ ხმა ჩამოერთვას ლიცენზია ამ უვიც “ექიმებს”, “ექთნებს” თუ “ვაი ჯანდაცვა” ასეთები გჭირდებათ ხალხის “მოსაკლავად”????? ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა დღეს ხართ თქვენ და ხვალ აღარ იქნებით მაგრამ მე ვიქნები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლე დავამტკიცო და მთელი ამ პერიოდში, ამ კოვიდ განყოფილებაში არსებული ვაი ექიმები, ექთნები, სათითაოდ აღმოჩნდეს მართლმაჯულების წინაშე”
კომენტარები