ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ” ოფიციალურ გვარდზე ვრცელდება.
“ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ჩვენი საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი დავით სუხიაშვილი.
ბატონი დავითი ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი კლინიკისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.
უაღრესად რთული იქნება მის გარეშე გატარებული ყოველი დღე თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის… ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას,” – ნათქვამია კლინიკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ დავით სუხიაშვილს 27 წლის ბიჭი დაეღუპა. თორნიკე სუხიაშვილს, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, სანაპიროზე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რაც ტრაგედიით დასრულდა.
„ვერ გადაიტანე ეს ტრაგედია“ – უწერენ ბატონ დავითს ახლობლები.
კომენტარები