გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
ძალიან ბედნიერი ვარ რომ პრორუსი ფოლოუვერები მტოვებენ, მხოლოდ იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები აზრს ,,არა ფიზიკურ დაპირისპირებას სულერთია რის ფასად.,,
საოცრად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ,,ტრადიციონალისტად,, და ,,ადათის დამცველად,, წოდებული თვითმარქვია მართლმადიდებელი, რომელიც ტაბურეტკით დასდევდა ფერადმაისურიან გოგობიჭებს, და ალბათ პანდემიისადმი დიფერენცირებული მიდგომის გამო გახდა ,,ფოლოუვერი,,
დღეს იმას მსაყვედურობს
,,ექიმი კაცი ხარ და მშვიდობა უნდა გინდოდესო,,.
მეგობრებო
ომი არაა მშვიდობა.
მაგრამ არც იარაღის არ სროლას ჰქვია ყოველთვის მშვიდობა.
საქართველოში დღეს რუსის მიერ გასროლილი იარაღით იღუპება მხოლოდ ის, ვინც გაბედავს და წინაპრის საფლავის მონახულებას, ან საკუთარ ბაღში გადასვლას გადაწყვეტს მავთულხლართის იქეთ.
გაექცე მას, ვინც საკუთარ მიწაწყალზე გეომება, შეიძლება და მიღებულია მხოლოდ მაშინ, როცა ამ გაქცევის დროს იკრებს ძალას, იკრებ ხალხს მტრის დასასუსტებლად და მოსაგერიებლად, ანუ ბრძოლისათვის მომზადების მიზნით.
ყველა სხვა შემთხვევაში საკუთარი მიწის მიტოვება დამპყრობლის შიშით არის უბრალოდ ღალატი….
ღალატი საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახისა და შვილების, საკუთარი წინაპრების და იმ უზენაესის მიმართაც, ვინც ეს მიწაწყალი მოსავლელად და საპატრონოდ გვიბოძა.
მათეს სახარება 5.9
,,ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან,,
დააკვირდით ამ სიტყვებს,
შვილებად კიარ, ძეებად, მამრობითშია ნათქვამი და ასეა ბერძნულ, ლათინურ ორიგინალშიც.
გერმანული თარგმანიც ძეს ამბობს . მხოლოდ მარტინ ლუთერმა თარგმნა ,,ძეები,, ანუ გერმანულად ,, Söhne,, შვილებად, თუმცა გამორჩა რომ სიტყვა ,, Friedfertigen,, ეთარგმნა მშვიდობიანებად, ან მშვიდობისმოყვარეებად.
გერმანული ,,ფრიდფერტიგე,, მშვიდობის ,,მჭედელს,, მკეთებელს, მშვიდობისადმი მზად მყოფს ნიშნავს.
ანუ,
უფალი იმათთანაა, უფლის ნეტარებაში ისაა, ვინც მშვიდობის დამკვიდრების ეკლიან და ძნელ გზას გაივლიან.
მშვიდობისათვის მებრძოლებთანაა უფალი და არა უბრალოდ შიშისაგან არმებრძოლებთან, წინააღმდეგობის არგამწევებთან ან მშვიდობის უბრალოდ მადღეგრძელებლებთან.
დღეს უკრაინელები საკუთარი და მსოფლიოს მშვიდობისათვის იბრძვიან – ისევე როგორც ეს ჩვენ 2008წელს ვეცადეთ და არ გამოგვივიდა.
მშვიდობისათვის მებრძოლებთანაა უფალი და არა ომის გამჩაღებელთა მონებთან.
თუმცა, არც ისინია მარტო – ეშმაკი მათთანაა.
კომენტარები