„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პროფესიით ექიმი, მომღერალი აჩი მეფარიძე ვირუსზე და შეზღუდვებზე საუბრობდა:
„ჩემი პირადი და მაყურებლების დამოკიდებულება ასეთია: ახალგაზრდებს ვერ ეტყვი, რომ სადღაც არ შევიდნენ, რომ იქ ღობეა – ისინი ამ ღობეს გადაანგრევენ.
ყველგან არის დეზინფექციის ხსნარები, რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, არსად არ არის დაცული, არა თუ ბათუმში, არამედ – არც აფთიაქში და არც ქუჩაში, არსად!
რაშია საქმე? როგორ უნ და დაიცვან ადამიანებმა თავი, არ უნდა წავიდნენ კლუბში, ან ცალ-ცალკე უნდა იარონ?
ვხედავთ, რომ არც ტაძარში და არც ღამის კლუბებში ვირუსისგან არაფერი გამოწვეულა – რატომ უნდა შეიზღუდოს თავშეყრა?
ექიმი ვარ და იქ, ბათუმში ვირუსს ვერ აღვიქვამ!“
კომენტარები