ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გორის ჰოსპიტალი მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ, მან თქვა:
“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ექიმს, ვინც მონაწილეობდა კონსილიუმში, ყველა იმ ექიმს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში, მათ განვლეს რთული გზა, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, ექიმის პროფესია რთულია, ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული.”
კომენტარები